მოუყვე მაყურებელს 44 წუთში ყველაფერი ქვეყნის შესახებ ძნელია, თუმცა გადაცემის წამყვანმა მიხაილ კოჟუხოვმა ეს მოახერხა და მისი გადაცემა რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა... ყოველი ქვეყნის მონახულებისას ის ირჩევს ერთ ყველაზე იშვიათ პროფესიას ამ ქვეყანაში და ეცნობა მას. მაგალითად: ეგვიპტეში - ფინიკებს აგროვებდა , დომინიკის რესპუბლიკაში - სიგარებს ამზადებდა, მალაიზიაში თამადათაც კი დანიშნეს :) უყურეთ გადაცემას და არ ინანებთ ტელევიზორთან გადარებული 44 წუთით.
გიყვარს ავტომობილები? გიყვარს გაძლიერებული , გალამაზებული ან გასპორტულებული მანქანები? მაშინ ეს გადაცემა თქვენთვისაა. სულ რამოდენიმე დღეში წამყვანი და მისი მეგობრები ძველ უინტერესო მანქანას გაუკეთებენ რესტავრაციას და გადააქცევენ ავტო-ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად.